თინა ბოკუჩავა - მრავალი დღეა, ვხედავთ ძალადობის არაერთ ფაქტს და ვხედავთ სრული დაუსჯელობის სინდრომს
თინა ბოკუჩავა - მრავალი დღეა, ვხედავთ ძალადობის არაერთ ფაქტს და ვხედავთ სრული დაუსჯელობის სინდრომს

უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რადგან მრავალი დღეა, ვხედავთ ძალადობის არაერთ ფაქტს და ვხედავთ სრული დაუსჯელობის სინდრომს. არავინ, არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სწორედ იმ ოლქებში ესხმის თავს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებს, სადაც იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.

„ადამიანები ძალადობენ დღისით, მზისით და არ ისჯებიან. შენობებიდან ქვებს უშენენ ნიკა მელიას და მის გარშემო მყოფებს, ხან ჩვენი შტაბის წევრებს სცემენ. ერთი შემთხვევა იყო საბურთალოზე, მეორეც საბურთალოზე, ლევან ხაბეიშვილის შტაბს თავს დაესხნენ, გორში თავდასხმა იყო, მელიას ქვები დაუშინეს. ბოლნისში იყო არაერთი შემთხვევა. ბოლნისში ჯეიჰუნ მუჰამედალის, „მთავარის“ ჟურნალისტს საკრებულოს წევრი დაემუქრა თავის მოჭრით. მე ვნახე დოკუმენტები. ამაზე დიახ, დაწყებულია გამოძიება, მაგრამ დასჯილი არავინ არის, რადგან თავად ხელისუფლება იყენებს ამ ადამიანებს ძალადობის ინტრუმენტებად, რათა რამენარად შეცვალოს ის გარდაუვალი კრახი, რაც ამ ხელისუფლებას ელოდება. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ მარნეულში, ბოლნისში, გლდანში წაგებული აქვს არჩევნები. სწორედ იქ ესხმის თავს და ჩვენ შტაბის წევრებს, სადაც წაგებული აქვს არჩევნები“, – განაცხადა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას.