თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სპეციალური საპარლამენტო ფორმატი უნდა შეიქმნას
თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სპეციალური საპარლამენტო ფორმატი უნდა შეიქმნას

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სპეციალური საპარლამენტო ფორმატი უნდა შეიქმნას, სადაც ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ფორმატის თაობაზე პროდასავლური ოპოზიციის ინფორმირებას მოახდენს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ჟენევაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა ცხადყო, რომ ასეთი ფორმატი აუცილებელია, რათა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ჟენევის ფორმატის გამოყენება არ მოხდეს.

„ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, იმის შესაძლებლობა არსებობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის თუ დეკლარაციისთვის. ოპოზიციის ერთსულოვნებამ ეს საფრთხე მოხსნა, თუმცა არ აღმოფხვრილა, რის გამოც სპეციალური ფორმატის შექმნა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

დატოვე კომენტარი