თინა ბოკუჩავა - „ენდიაის“ კვლევა მეტყველებს, რომ ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია
თინა ბოკუჩავა - „ენდიაის“ კვლევა მეტყველებს, რომ ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, „ენდიაის“ კვლევის შედეგების ერთობლიობა მეტყველებს, რომ ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, შიმშილი.

მისივე თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.

„სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და სადაც ყველაზე მაღალია შიმშილობის ინდექსი რეგიონში. ამიტომ ეს კვლევები გასაკვირი არ არის, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები კონკრეტულ ეკონომიკურ ხედვას ელიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი დარწმუნდება იმაში, რომ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა ამ უკიდურესი კრიზისიდან, რომელშიც ოლიგარქმა შეიყვანა. ოქროს კოშკების ნაცვლად, სინამდვილეში ადამიანებმა მიიღეს უკიდურესი სიდუხჭირე და შიმშილი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი