თინა ბოკუჩავა - დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ ემსახურება ქვეყანაში არაფორმალური მმართველის გავლენების შემცირებას, ეს არის მორიგი ფარსი და  პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობა
თინა ბოკუჩავა - დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ ემსახურება ქვეყანაში არაფორმალური მმართველის გავლენების შემცირებას, ეს არის მორიგი ფარსი და პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ ემსახურება არაფორმალური მმართველის გავლენების შემცირებას.

მისივე თქმით, ეს არის მორიგი ფარსი და პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობა.

„მცდელობაა, რომ თვალი აუხვიონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მაშინ, როდესაც ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით. ეს არ ემსახურება ქვეყანაში მთავარი ოლიგარქის და არაფორმალური მმართველის გავლენების შემცირებას. ეს არის მორიგი ფარსი და ჩვენი პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობა. სწორედ ისე, როგორც მართლმსაჯულების რეფორმა არ ემსახურება ოლიგარქიული მმართველობის ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, როგორც საარჩევნო ცვლილებები არ ემსახურება იმას, რომ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰყავდეს ქვეყანას, ასევე ეს ცვლილებები არ ემსახურება იმ ძირეული პრობლემის აღმიფხვრას, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. ამიტომ არის ეს თვალის ახვევის მცდელობა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან კარგად დაინახავს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.