თინა ბოკუჩავა - დავიცავთ არამხოლოდ საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, რათა ივანიშვილმა არც ერთი ხმა არ მოიპაროს
თინა ბოკუჩავა - დავიცავთ არამხოლოდ საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, რათა ივანიშვილმა არც ერთი ხმა არ მოიპაროს

პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი აწერს ხელს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ჩვენ დავიცავთ არამხოლოდ ჩვენი საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, რათა არც ერთი ხმა ივანიშვილმა არ მოიპაროს, თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა იყოს რეალურად ასახული სამართლიან არჩევნებში, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარანტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმზე შეხვედრას მართავს.

„დღეს არის დეკლარაციის ხელმოწერის დღე, მაგრამ მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, რათა კონკრეტული მექანიზმები შევიმუშაოთ გაყალბების წინააღმდეგ, რომ არც ერთი ის ხრიკი, რომელსაც ივანიშვილი წარსულში წარმატებით იყენებდა არჩევნებზე, მან არ გამოიყენოს. რადგან თავადაც ძალიან კარგადაც იცის, რომ სამართლიან არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს გამარჯვების შანსი არ გააჩნია და რომ ნორმალური არჩევნების პირობებში, აუცილებლად მოხდება ძალიან მშვიდობიანი, ნორმალური დემოკრატიული ხელისუფლების გადაბარება, სადაც ოპოზიცია მოვა ხელისუფლების სათავეში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.