თინა ბოკუჩავა - ჩვენი მოთხოვნაა, ჩატარდეს ახალი არჩევნები
თინა ბოკუჩავა - ჩვენი მოთხოვნაა, ჩატარდეს ახალი არჩევნები

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ოპოზიციის ერთობლივ გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის თაობაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთობა აუცილებლად გამოიღებს ამ შედეგს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაკეთებულიყო ერთობლივი განცხადება.  დღეს ჩვენი განცხადებით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურობას.  შესაბამისად, არც ერთი ის პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი, არ აპირებს პარლამენტში შესვლას, რადგან ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა და ხალხს მოჰპარა ყველაზე ძვირფასი დემოკრატიული უფლება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი – ჩატარდეს ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ის ერთობა, რაც დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, აუცილებლად გამოიღებს ამ შედეგს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს, რომლის თანახმად, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.