თინა ბოკუჩავა - ცესკო-ს ვებგვერდზე აქტივობის შესახებ დროულად არ იტვირთება ინფორმაცია, რაც შესაძლოა, ხელისუფლებამ შედეგების მანიპულაციისთვის გამოიყენოს
თინა ბოკუჩავა - ცესკო-ს ვებგვერდზე აქტივობის შესახებ დროულად არ იტვირთება ინფორმაცია, რაც შესაძლოა, ხელისუფლებამ შედეგების მანიპულაციისთვის გამოიყენოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-ს ვებგვერდი ხარვეზებით მუშაობს.

ბოკუჩავას ინფორმაციით, დროულად არ იტვირთება ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც მისივე თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის გამოიყენოს.

„ჩვენ თითოეულ უბანში გვყავს წარმომადგენლები, რომლებიც ითვლიან ამომრჩევლის რაოდენობას და შეუძლებელი იქნება აქტივობის მონაცემის გამოყენებით არჩევნების შედეგების გაყალბება.

დარღვევები ფიქსირდება ertob2018.ge-ზე. უკვე 800-ზე მეტი დარღვევაა დაფიქსირებული. ყველაზე შემაშფოთებელია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. ჟინვალის 47-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ სიები, სახელები და გვარები, რომელზეც თანხა იყო მიწერილი.

მცხეთის მეთექვსმეტე უბანზე კაბინასთან ზის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და აიძულებს ადამიანებს, ხმა მისცენ ზურაბიშვილს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.