თინა ბოკუჩავა - ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობასა და მოუსყიდაობას
თინა ბოკუჩავა - ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობასა და მოუსყიდაობას

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობასა და მოუსყიდაობას, სწორედ ამიტომ დასახელდა ის სიის პირველ ნომრად.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ცესკო-ში წარადგინა პარტიული სია, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა.

„ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობასა და მოუსყიდაობას, რომელიც ვერ მოისყიდა ვერც პუტინმა, რადგან ამის მცდელობა ჰქონდა და ვერც ივანიშვილმა. ბუბა კიკაბიძე ჩაერთვება კამპანიაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი. ჩვენს მიერ წარდგენილი სია არის გამარჯვების სია, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვასხივებდეთ იმ უმთავრეს პრინციპებს, რაზეც დგას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რაზეც დგას ქართველი ხალხის გამარჯვება ამ წყალგამყოფ არჩევნებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.