თინა ბოკუჩავა - ნელსონ მანდელა მრავალი წელი წამების სამიზნე იყო, შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდა, არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, სააკაშვილი მზადაა, პოლიტიკაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია
თინა ბოკუჩავა - ნელსონ მანდელა მრავალი წელი წამების სამიზნე იყო, შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდა, არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, სააკაშვილი მზადაა, პოლიტიკაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, ის ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოზრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა.

„ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე. მაგალითად, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ, შეისწავლონ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამიზნე იყო, შემდეგ კი ის დაბრუნდა პოლიტიკაში. თავისთავად, არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს, საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს და სხვადასხვა სახით პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, ის ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა, ჩამოვიდა, რომ ხვდება, გადასარჩენია ქვეყანა, რადგან რუსული რეჟიმი ევროპულ პერსპექტივას ართმევს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.