თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს - ხომ ეძებდით სისხლიან რეჟიმს, თქვენ ხართ სისხლიანი რეჟიმი, ბატონო ანრი
თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს - ხომ ეძებდით სისხლიან რეჟიმს, თქვენ ხართ სისხლიანი რეჟიმი, ბატონო ანრი

ხომ ეძებდით სისხლიან რეჟიმს,  თქვენ ხართ სისხლიანი რეჟიმი, ბატონო ანრი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანდრი ოხანაშვილს.

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„აბსურდის თეატრად აქცია საქართველოს პარლამენტი, ყველა „ოცნების“ დეპუტატმა, ვინც დღეს ხმას მისცემს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. აბსურდის თეატრად აქციეთ, როდესაც მათიკაშვილი გამოდის და გვეუბნება, დამოუკიდებელი პროკურატურა იმოქმედებს შემდეგ და დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტსო. ძალიან მაინტერესებს, თქვენ მაინც რაღაც მომენტში გჯერათ ამის? შალვა თადუმაძე, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იმოქმედებს ივანიშვილისგან დამოუკიდებლად და ლევან მურუსიძე პირადად ასამართლებდა პუტინის პატიმრებს, რომლებიც დაასახიჩრეთ, ცემეთ, აშიმშილეთ და ფეხზე გყავდათ ერთ-ერთი შშმ პირი, რომ ინტერესდებით ხოლმე შშმ პირებით, ცემეთ, ჩაყარეთ ციხეში და მურუსიძე ასამართლებდა ამ ადამიანებს. ეს სასამართლო თქვენ გგონიათ, რომ ნიკა მელიაზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1937 წელს, როდესაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი დიდი ბაბუა „ტროიკის“ გადაწყვეტილების საფუძველზე გადაასახელს ციმბირში და არავინ იცის, სად წავიდა. ძალიან გავხართ, ამირან გულუაშვილი, ანრი ოხანაშვილი და გაგა კახიანი, დღეს თქვენ წარმოადგენთ ივანიშვილის „ტროიკას“, რომელიც მტკიცებულებების გარეშე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.