თინა ბოკუჩავა - 8 მარტის შეთანხმების შესრულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის გიორგი რურუას გამოშვება
თინა ბოკუჩავა - 8 მარტის შეთანხმების შესრულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის გიორგი რურუას გამოშვება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე გიორგი რურუას საკითხი იქნება ის მთავარი, რომლის ირგვლივაც შედგება მსჯელობა.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ დაუჭერს.

„ბუნებრივია, გიორგი რურუას საკითხი იქნება ის მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც შედგება მსჯელობა. გარდა იმისა, რომ მას აქვს სრული პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა, რომ სწორედ მისი გამოშვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი 8 მარტის შეთანხმების შესრულების. მოლაპარაკებებზე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, ასევე საუბარი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე ამ საკითხზე ძალიან მწვავე განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი საერთაშირისო პარტნიორების მხრიდან. ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს რაც უფრო გააჭიანურებს ამ გადაწყეტილებას რათა შემდეგ უკვე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს ასე თუ ისე ნორმალიზებული პოლიტიკური პროცესის პირობებში და ასე შევიდეს სწორედ წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.