თინა ბოკუჩავა - საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ ქვეყანაში გაბატონებულია შერჩევითი სამართალი
თინა ბოკუჩავა - საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ ქვეყანაში გაბატონებულია შერჩევითი სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე საია-ს ინფორმაცია ქვეყანაში გაბატონებულ შერჩევითი სამართალზე მეტყველებს.

როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ისე აგრძელებს საქმიანობას.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში გაბატონებულია შერჩევითი სამართალი. ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს პროკურატურა. ეს ბუნებრივია, იმიტომ ხდება, რომ შალვა თადუმაძე, როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ისე აგრძელებს საქმიანობას და არა როგორც ქვეყნის მთავარი პროკურორი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 7 ოქტომბერს გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა. საიას ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს ორ საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცველია ცნობილი.