The Times - რომან აბრამოვიჩს შესაძლოა, „ჩელსი“ ჩამოართვან
The Times - რომან აბრამოვიჩს შესაძლოა, „ჩელსი“ ჩამოართვან

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა, კლუბის აქციები დაკარგოს, – ამტკიცებს გაზეთი The Times.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციების შემოღებას აპირებს იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან გარეული და თავიანთი ფული დასავლეთში გაიტანეს.

თუ დამტკიცდება, რომ აბრამოვიჩმა ინგლისში აქტივები არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულით შეიძინა, მისი ქონება შესაძლოა, კონფისკაციას დაექვემდებაროს.

ამ კანონის მიღება ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლას უკავშირდება. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა რუსეთში გასამართი მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტს განიხილავს.