Times of Israel - ისრაელში ირანთან ომის საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ დაშალა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა
ისრაელში ირანთან ომის საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ დაშალა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
Times of Israel-ის ისრაელის ცნობით, დემონსტრანტები თელ ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების ქუჩებში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებდა პოლიციას, გარკვეული მასშტაბის ფარგლებში აქციის ჩატარება დაეშვა, მიუხედავად სამხედროების გაფრთხილებისა მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ.
ადგილობრივი დროით დაახლოებით, 21:00 საათზე პოლიციამ განაცხადა, რომ თელ ავივში, ჰაბიმას მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციაზე შეკრებილთა რაოდენობამ გადააჭარბა სასამართლოს მიერ დადგენილ 600 მონაწილეს. შესაბამისად, მანიფესტაცია უკანონოდ გამოცხადდა და ის ძალის გამოყენებით დაშალეს. დააკავეს 17 ადამიანი.
თელ ავივში გამართული აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ირანთან ომის დასრულებას, ასევე ისრაელის ქნესეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებულთა სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებულ კანონს აპროტესტებდნენ. პროტესტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისრაელის ხელისუფლება ირანთან ომს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.