Times of Israel - ირანის თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა
Times of Israel - ირანის თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა

ირანის თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი პირველადი რეაგირების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ცენტრალურ ისრაელზე, სავარაუდოდ, კასეტური ბომბებით მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ირანის ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორ ლოკაციაზე სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ორი მამაკაცი.