The Times-ი – დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს შესაძლოა, ოქტომბერში ეწვიოს

12:50, 12.02.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს შესაძლოა, ოქტომბერში ეწვიოს. ინფორმაციას The Times-ი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ტრამპის ვიზიტი 5-8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

წყაროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს დონალდ ტრამპს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ბუნკერის მონახულება სურს, რომელსაც ჩერჩილი მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ ამერიკის პრეზიდენტი წელს ბრიტანეთში ნამდვილად ჩავა.

მსგავსი