The Times - ავსტრალია, პოლონეთი და იაპონია შესაძლოა, 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტს შეუერთდნენ
The Times - ავსტრალია, პოლონეთი და იაპონია შესაძლოა, 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტს შეუერთდნენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები თავიანთ მოკავშირეებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი სადაზღვევო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის ბრალი დამტკიცდება.

როგორც გაზეთი The Times ამტკიცებს, ბოიკოტს შეიძლება შეუერთდნენ ავსტრალია, პოლონეთი და იაპონია. ბრიტანული გამოცემის მონაცემებით, რუსეთში მგზავრობაზე უარს იტყვიან ამ ქვეყნების მაღალჩინოსანი ჩინოვნიკები და ოფიციალური პირები.

უფრო ადრე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებმა შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს მსოფლიოს ჩემპიონატს.