„ტიკტოკსა“ და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შორის ბავშვთა პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვების საქმეზე მიღწეული შეთანხმებით, „ტიკტოკის“ მიერ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ, სასამართლო დავა დასრულდება

01:23, 22.08.2026

„ტიკტოკმა“ და აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბავშვთა პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვების ბრალდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, „ტიკტოკი“ გადაიხდის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას, რის სანაცვლოდაც სასამართლო დავა საბოლოოდ დასრულდება.

იუსტიციის სამინისტრომ „ტიკტოკსა“ და მის მფლობელ კომპანია ByteDance-ს 2024 წელს უჩივლა, ბრალი დასდო, რომ აპლიკაცია უკანონოდ აგროვებდა 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალურ მონაცემებს მშობლების თანხმობის გარეშე, რაც ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის კანონის დარღვევაა.

სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სარჩელი საბოლოოდ იხურება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას იმავე ბრალდებით ხელახლა სარჩელის აღძვრის უფლება აღარ ექნება.

მსგავსი