„ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ის აპლიკაციებში აიკრძალება

23:55, 20.04.2024

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

„ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ის აპლიკაციებში აიკრძალება.

კანონპროექტით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.

წარმომადგენელთა პალატამ დღეს რამდენიმე კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას გულისხმობს, ასევე უკრაინისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გადაცემას ითვალისწინებს.

მსგავსი