თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

19:13, 25.07.2019

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დღეს დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

მსგავსი