სომხეთში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას არ ადასტურებენ
სომხეთში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას არ ადასტურებენ

გავრცელებული ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, აღნიშნული  განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა გააკეთა.

„ამ ეტაპზე მსგავსი შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის”,- განცხადა ბალაინმა.

შეგახსნებთ, ბოლო რამდენიმე დღეა სომხური მედიის საშუალებით პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შესაძლო შეხვედრის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს 2017 წელს, ჟენევაში შეხვდნენ.