ინგლისური პრესის ინფორმაციით, ტიერი ანრის მთავარ მწვრთნელად მიწვევა სამ სოლიდურ კლუბს სურს. როგორც ირკვევა, ამ სამიდან ერთ-ერთი ინგლისური ვარიანტია.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მან მიიჩნია, რომ მზად არის დამოუკიდებელი მუშაობისთვის და ბელგიის ნაკრები დატოვა. ანრი ასევე დაემშვიდობა ტელეკომპანია SkySports, სადაც ანალიტიკოსად მუშაობდა.