ტიერი ანრის აშშ-ის ნაკრების გაწვრთნა სურს - მან უარი განაცხადა საფრანგეთის ქალთა ნაკრებზე #1TVSPORT
ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ უარი თქვა საფრანგეთს ქალთა ნაკრების გაწვრთნაზე.
„მე მას პირადად ვთხოვე და უარყოფითი პასუხი მივიღე. ჩემი აზრით, ის სხვა პროექტს ჩაიბარებს“, – განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჟან-მიშელ ოლასმა.
ESPN-ის მონაცემებით, ანრიმ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გაწვრთნას, რომელიც იანვარში გრეგ ბერჰალტერის წასვლის შემდეგ მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.
ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „მონაკოსა“ და „მონრეალში“.