ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა, ტიერი ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ახალგაზრდა სპეციალისტის სიტყვებით, მან ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ანრის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები მიიღო პარიზის ოლიმპიადაზე.
„ეს მედალი ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მან მე დიდი სიამაყის გრძნობა მომიტანა. მადლობელი ვარ ფედერაციის, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ამ ჯადოსნური გამოცდილებისთვის“, – მოჰყავს ანრის სიტყვები საფრანგეთის ნაკრების პრესსამსახურს.