ტიერი ანრიმ ბელგიის ნაკრები დატოვა და მთელი ხელფასი ქველმოქმედებას მოახმარა #1TVSPORT
ტიერი ანრიმ ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტის დატოვება გადაწყვიტა. ფრანგმა ლეგენდამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბელგია ევრო 2020-ს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. ამასთან, წასვლისას ანრიმ ღირსეული ჟესტი გააკეთა – მთელი ხელფასი საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა.
როგორც RMC Sport წერს, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი აღარ იმუშავებს რობერტო მარტინესის თანაშემწის პოსტზე. ევროზე წარუმატებლობამ საშუალება არ მისცა დარჩენილიყო ამ თანამდებობაზე.
ბელგიამ ევრო 2020-ზე წააგო მეოთხედფინალი იტალიასთან – 1:2.
ტიერი ანრიმ ერთხელ უკვე იმუშავა ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად – 2016-18 წლებში.