შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის (MLS) ერთ-ერთი კლუბის, ნიუ იორკ რედ ბულზის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიერი ანრის მიწვევას აპირებს, – წერს სქაი სპორტსი. 46 წლის ფრანგი ამ ამერიკულ გუნდში 2010-14 წლებში თამაშობდა.
ანრი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნიუ იორკთან. კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფრანგის დანიშვნა შეცვლის გუნდის სიტუაციას მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ლეგენდარული ფეხბურთელის მიწვევა აამაღლებს რედ ბულზის რეპუტაციას, რაც შესამჩნევ გავლენას მოახდენს მის შემოსავალზე.
ამ სეზონში ტიერი ანრიმ მონაკოს მთავარ მწვრთნელად იმუშავა. ის ამ პოსტზე 2018 წლის 13 ოქტომბერს დანიშნეს, მაგრამ ძალიან მალე, 2019 წლის იანვარში გაანთავისუფლეს.