ლონდონის „არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი ტელეარხ Sky Sports-იდან წავიდა, რათა მთლიანად მიუძღვნას საკუთარი თავი სამწვრთნელო კარიერას.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სასარგებლო სამწვრთნელო თვისებები შევიძინე ფეხბურთში. ამ გამოცდილებამ მიბიძგა ჩემი მიზნისკენ – გავხდე საფეხბურთო მწვრთნელი. სამწუხაროდ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო Sky Sports-ი, რათა მეტი დრო დავუთმო საკუთარი მიზნის ასრულებას“, – დაწერა ლეგენდარულმა ფრანგმა საკუთარ „ინსტაგრამზე“.
შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.