ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ახლოს არის, რომ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში, – ამტკიცებს გაზეთი Le Parisien.
წყაროს ცნობით, 46 წლის ფრანგის დანიშვნის შესახებ ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ. ანრი ამ პოსტზე სილვენ რიპოლს შეცვლის, რომელმაც გუნდი ივლისის ბოლოს დატოვა.
სამწვრთნელო კარიერისას ტიერი ანრი „მონაკოში“, „მონრეალსა“ და ბელგიის ნაკრებში მუშაობდა, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა.