ტიერი ანრი „ბორნმუთის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება
ტიერი ანრი „ბორნმუთის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება

ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ინგლისური „ბორნმუთის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, – იტყობინება გაზეთი „მირორი“.

2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, 43 წლის ანრი ამერიკული MLS-ის ლიგაში „მონრეალს“ ავარჯიშებს. მანამდე ის სათავეში ედგა „მონაკოს“ და ასისტენტად მუშაობდა ბელგიის ნაკრებში.

„ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე კანდიდატები არიან – პატრიკ ვიეირა, ჯონ ტერი და დევიდ ვაგნერი.

„ბორნმუთის“ დამრიგებლის პოსტიდან ჯეისონ ტინდელი ორი კვირის წინ დაითხოვეს. გუნდი 29 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონშიფში.