ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობას გააგრძელებს #1TVSPORT
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დარჩება, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
სპეციალისტი ბელგიის ნაკრებში იმუშავებს 2022 წლის ბოლომდე, შესაბამისად, საწვრთნელ შტაბში იქნება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს.
შეგახსენებთ. რომ ანრი ორჯერ მუშაობდა ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად – 2016-2018 წლებში და ევრო 2020-ზე.
ასევე ტიერი ანრი მთავარი მწვრთნელი იყო „მონაკოსა“ და „მონრეალში“.