„თიბისი“ უზბეკეთში ბანკის დაარსებას აპირებს
„თიბისი“ უზბეკეთში ბანკის დაარსებას აპირებს

2019 წლის ბოლოსთვის „თიბისი ბანკი“ უზბეკეთში საბანკო ლიცენზიის მიღებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშშია გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული პროექტით უკვე დაინტერესდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და ასევე „საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია“ (IFC).

„ჩვენ უზბეკეთში უკვე შევიტანეთ მოთხოვნა საბანკო ლიცენზიის მისაღებად და ველოდებით, რომ მას 2019 წლის მიწურულისთვის მივიღებთ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა, დავაარსოთ ბანკი. ჩვენი გეგმები ამ ბანკში ითვალისწინებს მინიმუმ 51 პროცენტიან წილს და საწყის ეტაპზე, 20-30 მილიონ დოლარის ინვესტირებას. ამ პროექტით უკვე დაინტერესდნენ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ და „საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია“. ახლა ადგილობრივი პარტნიორების ძიების პროცესში ვართ“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე