„თიბისი რისერჩი“ - აგვისტოში საქართველოში ვიზიტორთა ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა
„თიბისი რისერჩი“ - აგვისტოში საქართველოში ვიზიტორთა ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტორთა ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, – ასეთია „თიბისი რისერჩის” მონაცემები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, საზღვრის კვეთის სტატისტიკას ეყრდნობა.

ანალიტიკური კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, თუ რუსული ავიასანქციების ამოქმედებიდან პირველ ოთხ კვირაში (8 ივლისი-4 აგვისტო) საქართველოში ვიზიტორთა ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტი იყო, მომდევნო ოთხ კვირაში (5 აგვისტო-1 სექტემბერი) 7.4 პროცენტი შეადგინა.

“თიბისი რისერჩის” ცნობით, გაუმჯობესებულია ტურისტების რაოდენობა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გამოირჩევიან შედარებით მაღალი ხარჯებით. მაგალითად, აგვისტოს ბოლო კვირაში ევროკავშირიდან ვიზიტორთა ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის კვირასთან შედარებით, 31.3 პროცენტი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის დეტალურ სტატისტიკას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

დატოვე კომენტარი