„თიბისი გალერეაში“ დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა
„თიბისი გალერეაში“ დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა

„თიბისი გალერეაში“ ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 130 წლის იუბილეს ეძღვნება.

ოჯახის არქივთან ერთად, რეტროსპექტივაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცული კოლექციები გამოიფინა.

პროექტის ფარგლებში, საზოგადოება დავით კაკაბაძეს გაიცნობს არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ, როგორც საქართველოში ერთ-ერთ პირველ ხელოვნებათმცოდნეს, ფოტოგრაფს, ოპერატორს, რეჟისორს, მეცნიერსა და სტერეოკინოს სპეციალისტს.