„თიბისი ბანკში“ არ აკონკრეტებენ, დატოვებს თუ არა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძე
„თიბისი ბანკში“ არ აკონკრეტებენ, დატოვებს თუ არა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ორთვიანი ვადა მისცა საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევისთვის.
ამასთან, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის შედეგებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ოფიციალური განცხადებაც გავრცელდება.
სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ამ დროისთვის შედიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკოლოზ ენუქიძე, მარია ლუიზა ჩიკონიანი, ცირა კემულარია, ერიკ რაჯენდრა და ნიკოლას დომიკიკ ჰააგი.