„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იურკი კოსკელო დაიკავებს
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იურკი კოსკელო დაიკავებს

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იურკი კოსკელო დაიკავებს.

იურკი კოსკელო აღნიშნულ პოსტზე მამუკა ხაზარაძეს ცვლის.

იურკი კოსკელო მსოფლიოში რამდენიმე კომპანიის ბორდის წევრია. გასული 24 წლის განმავლობაში მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა.

მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის 3 აპრილს დატოვა. „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა.