„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ერიკ რაჯენდრა ტოვებს
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ერიკ რაჯენდრა ტოვებს

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ერიკ რაჯენდრა ტოვებს. განცხადება ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რაჯენდრა ტოვებს „თიბისი ბანკის“ მფლობელი „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირეტორთა საბჭოსაც და ბანკში დაკავებულ სხვა პოზიციებს.

საიტზე გამოქვეყნდა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის კომენტარი. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ რაჯენდრას ბანკთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. „ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნავს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაცია იგეგმება. შედეგად, საბჭოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დატოვებენ.