„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი დაემატა
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი დაემატა

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი – არნე ბერგრენი დაემატა. შეტყობინება ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბერგრენი „Bank of Cyprus“-სა და „Piraeus Bank“-ის ბორდის წევრია, წარსულში მუშაობდა აქტივების მართვის თურქულ და სლოვენიურ კომპანიებში, თანამშრომლობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ამ დროისთვის იურკი კოსკელო ხელმძღვანელობს, საბჭოს წევრები არიან ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი, მარია ლუიზა ჩიკონიანი და ცირა კემულარია.

საბჭოს შემადგენლობა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილში დატოვეს.