„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პაატა ღაძაძე არ გამორიცხავს, რომ ძიების ფარგლებში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პაატა ღაძაძე არ გამორიცხავს, რომ ძიების ფარგლებში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პაატა ღაძაძე არ გამორიცხავს, რომ ძიების ფარგლებში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა პასუხისგებაში მიცემას, პაატა ღაძაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ განუცხადა, „ამათგან ყველაფერს ელოდება“.

მიმდინარე გამოძიებას „თიბისი დაზღვევის“ ხელმძღვანელმა აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ტრანზაქციაში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს “ყველაფერი სწორად მოხდა”.

„ეს გამოძიება აბსურდია, რა ფულის გათეთრება. ყველაფერი იყო სწორი. არანაირი ხარვეზი არ ყოფილა“, – განაცხადა პაატა ღაძაძემ.

ღაძაძე გულშემატკივრის სტატუსით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისის“ დამფუძნებლების აღკვეთის ღონისძიების სხდომას დაესწრო. მისი ინიციალები პროკურატურაში მიმდინარე წლის 28 თებერვლის განცხადებაში გამოჩნდა. საგამოძიებო უწყების 28 თებერვლის ბრიფინგზე ითქვა, რომ სწორედ პ.ღ იყო იმ ობშორული კომპანიის მინდობილი პირი, რომელსაც ბანკიდან გასესხებული 17 მილიონის დაბრუნებაზე წინასწარი შეთანხმებით ვალდებულებები გაუფორმეს და რომელიც ამ დრომდე ბანკის მოვალეა. ფულის გათეთრებაში მონაწილედ დასახელებული პაატა ღაძაძე გამოძიების ინფორმაციით, 17 მილიონის გასესხების დროს ბანკის საკრედიტო კომისიის წევრი იყო, შემდეგ კი მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. ამ დროისათვის ღაძაძე „თიბისი დაზღვევას“ ხელმძღვანელობს.