თიბილაშვილმა და ხეცურიანმა სან პაულუს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
თიბილაშვილმა და ხეცურიანმა სან პაულუს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, ირმა ხეცურიანმა კი ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება ასევე ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ბრაზილიაში ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას რაპირით ფარიკაობაში შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეტლით ფარიკაობაში სან პაულუს 2024 მსოფლიო თასის გათამაშება პარიზის პარალიმპიადის შემაჯამებელი ტურნირია.