ტიბეტში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა, სულ მცირე, 32 ადამიანი

09:51, 07.01.2025

ტიბეტში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანია დაღუპული, ხოლო 38 დაშავდა.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:05 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კი სოფელი ტინგრიში იყო.

მსგავსი