თიანეთში ორი მამაკაცი მოკლეს  
თიანეთში ორი მამაკაცი მოკლეს  

დაბა თიანეთში ორი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი, დაჭრილია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თიანეთის კლინიკის ეზოში მოხდა. მოტივი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო და სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზები.