თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„I შვილი – 1 500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა; II შვილი – 3 000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა; III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა; ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1 500 ლარით.

ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1 000 ლარისა; გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ ერთ წლამდე ბავშვის ოჯახებს: I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი; II შვილი – 300 ლარი; III შვილი – 450 ლარი; ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.

ფინანსური დახმარების მისაღებად მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში.

ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში, ცხრა თვე ან ცხრა თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.

საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.