თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

01:26, 02.01.2026

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

მსგავსი