თიანეთი-ახმეტას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თიანეთი-ახმეტას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

აშენდება ორი ახალი ხიდი და რეაბილიტირდება ერთი არსებული ხიდი. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის ქვედა ფენისა და რკინა-ბეტონის მილების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტის ღირებულება 18 965 000 ლარია.