ტიანძინში, ცათამბჯენში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა
ტიანძინში, ცათამბჯენში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, ცათამბჯენში  ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაშავდა კიდევ სულ მცირე ხუთი ადამიანი, რომლებმაც სხვადასხვა სახის ტრამვები მიიღეს.

როგორც მედია იტყბინება 38-სართულიან შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართულად არ მუშაობდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, პოლიციამ პასუხისმგებელი პირები უკვე დააკავა.

ხანძარი ქალაქ ტიანძინის ცენტრში მდებარე მრავლასართულიან შენობაში დღეს გამთენიისას გაჩნდა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილობირვი ხელისუფლება ჯერ მომხდარის მიზეზებზე ოფიციალურ ცნობებს არ ავრცელებს.