ტიაგო სანტოსს კორონავირუსი დაუდასტურდა - გლოვერ ტეიშეირასთან გასამართი ბრძოლა ჩაიშალა
ტიაგო სანტოსს კორონავირუსი დაუდასტურდა - გლოვერ ტეიშეირასთან გასამართი ბრძოლა ჩაიშალა

აბსოლუტური საბრძლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ძალიან საინტერესო ბრძოლა ტიაგო სანტოსსა და გლოვერ ტეიშეირას შორის უკვე მეორედ ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ბრძოლა 12 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ტეიშეირას კორონავირუსი დაუდგინეს და დაპირისპრიება 3 ოქტომბრისთვის გადაიდო. როგორც ირკვევა, ამჯერად COVID 19 სანტოსს დაუდასტურდა და გულშემატკივარი ორი ბრაზილიელის შერკინებას კვლავ ვერ ნახავს.

ჯერჯერობით უცნობია შეეცდება თუ არა პრომოუშენი ტეიშეირასთვის ახალი მეტოქის მოძებნას, თუ დაპირისპირება კვლავ გადაიდება და სხვა დროს შედგება. სანტოსისა და ტეიშეირას შორის გამარჯვებული დიდი ალბათობით დომინიკ რეისსა და იან ბლაჰოვიჩს შორის მოგებულს შეხვდებოდა. პოლონელი და ამერიკელი სპორტსმენები ვაკანტური ტიტულისთვის UFC 253-ის ფარგლებში მიმდინარე თვეში იბრძოლებენ.

40 წლის გლოვერ ტეიშეირამ ბოლო ბრძოლა ენტონი სმიტის წინააღმდეგ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ტიაგო სანტოსმა კი სატიტულო ბრძოლა ჯონ ჯონსთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დათმო.