ტიაგო ალკანტარა რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს
ტიაგო ალკანტარა რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ, ტიაგო ალკანტარასთვის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი „ანდერლეხტის“ (2:1) წინააღმდეგ უიღბლო გამოდგა.

ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს, ესპანელი ფეხბურთელი ცუდად დაეცა მინდორზე და მიღებული ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. მის ნაცვლად მოედანზე ხამეს როდრიგესი შევიდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ალკანტარამ კოჭი დაიზიანა. ფეხბურთელმა სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. გამოცემა „კიკერის“ ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს რამდენიმე თვე გაუცდეს.

ამ სეზონში, ტიაგო ალკანტარამ 15 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.