The Times - ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, უკრაინის დასაცავად რუმინეთში „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანამდგურებელები განალაგოს 
The Times - ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, უკრაინის დასაცავად რუმინეთში „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანამდგურებელები განალაგოს 

გამოცემა The Times-ი წერს, რომ გავლენიანი ევროპელი სამხედროები განიხილავენ რუმინეთში, სადაც ნატო ევროპაში უმსხვილეს ავიაბაზას აშენებს, ამერიკული „ეფ-35“-ის დისლოცირების გეგმას, რამაც რუსეთი უკრაინაში განმეორებითი შეჭრისგან უნდა შეაკავოს.

ამერიკულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ევროპის ქვეყნებს სურთ, მიიღონ გარანტია, რომ ისინი შემდგომში შეძლებენ ამერიკული თანამგზავრების გამოყენებას უკრაინაში დაზვერვისთვის. ასევე, მათ სურთ, მიიღონ დასტური აშშ-ისგან, რომ აიღებს ვალდებულებას, უკრაინას მიაწოდოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის საჭირო რაკეტები. ამასთან, აშშ-მა გასცეს ნებართვა შავი ზღვის თავზე სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენების გასაგრძელებლად.

ასეთ ფრენებს ბრიტანელები River Joint-ის ტიპის თვითმფრინავებით უკრაინაში ომის დაწყებიდან აწარმოებენ, თუმცა Boeing-ის მიერ წარმოებულ თვითმფრინავების ფრენებისთვის აშშ-ის ნებართვაა აუცილებელი.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის განლაგებას გამორიცხავს. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში საჰაერო მხარდაჭერა გასწიოს.