The Times - ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს
The Times - ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს

ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს, – ინფორმაციას ამის შესახებ The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყარომ ბრიტანეთის მთავრობიდან დაადასტურა, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

როგორც The Times-ი წერს, ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას, რაც გამოიწვევს ფინანსურ სანქციებსა და სხვა სასჯელებს.

გასულ თვეში ევროკავშირმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი” სანქციების სიაში დაამატა. ევროკავშირის გადაწყვეტილებას მალევე შეუერთდა შვეიცარიაც.