The Ring-მა კრივის სეზონი შეაჯამა
The Ring-მა კრივის სეზონი შეაჯამა

ყველაზე პრესტიჟულმა საკრივო ჟურნალმა The Ring-მა, 2018 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოაცხადა.

წლის მოკრივედ, მძიმე წონის წარმომადგენელი, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი დასახელდა. მისი და კიდევ ერთი უკრაინელის, ვასილი ლომაჩენკოს დამრიგებელი ანატოლი ლომაჩენკო – წლის მწვრთნელად აღიარეს.
2018 წელს საუკეთესო ორთაბრძოლად, ​მექსიკელი საულ ალვარესისა და ყაზახი გენადი გოლოვკინის მატჩ-რევანში დასახელდა. წლის დაბრუნების პრიზი,  ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ მიიღო. მისი და დეონტეი უაილდერის ბრძოლის მე-12 რაუნდი წლის რაუნდად მოინათლა.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:
წლის ნოკაუტი – ნაოია ინოუე – ხუან კარლოს პაიანო
წლის სენსაცია – კრისტოფერ როსალესი – დაიგო ჰიგა
წლის აღმოჩენა – ტეოფილო ლოპესი
წლის აღმაფრენა – ბრენდან ინგლი

​უფრო ადრე, უსიკი წლის მოკრივედ დასახელდა ESPN-ის, Yahoo! Sport-ისა და Sports Illustrated-ის ვერსიით.